გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში

შეხვედრა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ 6 სექტემბერს შეხვედრა გამართა ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საკურაციო კოლექციების განყოფილების ხელმძღვანელთან – კრისტიან ჯენსენთან და ამერიკისა და ევროპის კოლექციების განყოფილების ხელმძღვანელთან – ჯანეტ ზმროჟეკთან.
სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში არსებული უძველესი ქართული ხელნაწერები დაათვალიერა. ამერიკისა და ევროპის კოლექციების განყოფილების ხელმძღვანელმა – ჯანეტ ზმროჟეკმა გელა დუმბაძეს გააცნო მათი ისტორია; ასევე, უჩვენა შექსპირის ხელნაწერები.
სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანეთის ბიბლიოთეკას ინგლისურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ უსახსოვრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო მიმდინარე წელს პოემის ავტორის – შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს და, ამ თვალსაზრისით, საჩუქარი სიმბოლურია.
კრისტიან ჯენსენმა გელა დუმბაძეს საჩუქრად გადასცა მიშელ ლეპმანის უაღრესად საინტერესო გამოცემა – „წიგნი ბრიტანეთის ბიბლიოთეკის შესახებ.“ შეხვედრის დასასრულს მასპინძლებმა სახელმწიფო მინისტრი უილიამ შექსპირის გამოფენაზე მიიპატიჟეს, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში იყო ორგანიზებული.