გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატის დირექტორთან

შეხვედრა ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატის დირექტორთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატის დირექტორს, მაკო აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მაკო აბაძიძემ სახელმწიფო მინისტრს სავაჭრო პალატის საქმიანობა გააცნო. ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლასთან მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილ თანამშრომლობაზე. ასევე ამ სკოლასთან კურსების დაარსების თაობაზე, სადაც ქართველი სტუდენტები ცოდნას გაიღრმავებენ და გამოცდილებას შეიძენენ მენეჯმენტში, ფინანსურსექტორში, ტურიზმსა, თუ სხვა სფეროებში.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს აპარატის მიზნები და ხედვა გააცნო დიასპორასთან მიმართებით, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. გელა დუმბაძემ ხაზი გაუსვა სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლისა და დიასპორაში კვლევის ჩატარების აუცილებლობას, მათ შორის დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში. მინისტრმა ასევე ოქტომბერში დაგემილ ,,გლობალურ დიასპორულ კვირეულზე“ ისაუბრა და კვირეულში მონაწილეობის მისაღებად მაკო აბაშიძე მოიწვია. სახელმწიფო მინისტრი და ბრიტანულ–ქართული სავაჭრო პალატისდირექტორი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ