გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში

შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

26 აგვისტოს, ქ. კიშინევში, ქართული დიასპორული ორგანიზაცია „სამშობლოს“ თავმჯდომარის – ალექსანდრე კაკულიას ინიციატივით, მოლდოვის რესპუბლიკის  დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები მოლდოვაში და საქართველოში მცხოვრები მოლდოველები. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა მოლდოვის რესპუბლიკის ეთნიკურ ურთიერთობათა ბიუროს გენერალური დირექტორი ოლეგა ბაბენკო და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში – მერაბ ანთაძე.
შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში წარიმართა.  მხარეებმა ერთმანეთს გაუზაირეს გამოცდილება, ისაუბრეს ერთობლივი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარებაზე. ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელმა – ალექსანდრე კაკულიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი ხელს შეუწყობს მჭიდრო კაშირების დამყარებას ორი ქვეყნის დიასპორას შორის. ეთნიკურ ურთიერთობათა ბიუროს ხელმძღვანელმა – ოლეგ ბაბენკომ განაცხადა, რომ ეროვნულ უმცირესობებთან თანამშრომლობა ბიუროს ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია.