გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქ. ალმათის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელთან

შეხვედრა ქ. ალმათის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 9 სექტემბერს შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმათიში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელს –  მანანა ყუშიტაშვილსა და ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენელს – მარიამ ნატროშვილს.
სტუმრები სახელმწიფო მინისტრს ესაუბრენ ქართული დიასპორული ორგანიზაციის – საზოგადოებრივი გაერთიანება “საქართველოს კულტურული ცენტრისა“ და ქართული საკვირაო სკოლის საქმიანობის შესახებ. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ქართულ საკვირაო სკოლას მინიჭებული აქვს შესაძლებლობა, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად უსასყიდლოდ ისარგებლოს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმათიში არსებულ „მეგობრობის სახლში“ მათთვის გამოყოფილი ფართით. აღინიშნა ისიც, რომ ჩვენი თანამემამულეები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ კონკურსებსა და ფესტივალებში, პოპულარიზაციას უწევენ ქართულ კულტურას და ხშირად მოიპოვებენ გამარჯვებას სხვადასხვა ნომინაციებში.
გელა დუმბაძემ სტუმრებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები, ესაუბრა სამომავლო გეგმებზე და გადასცა მათ სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა, ეროვნული სიმბოლიკა და თვალსაჩინოებები.