გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საზოგადოებრივი ჯგუფის – “თესალონიკის ქართველობის” დამფუძნებელთან

შეხვედრა საზოგადოებრივი ჯგუფის – “თესალონიკის ქართველობის” დამფუძნებელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 9 სექტემბერს შეხვდა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ. თესალონიკში არსებული  საზოგადოებრივი ჯგუფის – “თესალონიკის ქართველობის” დამფუძნებელს – ზაზა სულამანიძეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და იმ ეკონომიკურ პროგრამებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო აპარატის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები, მიაწოდა ინფორმაცია  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ზაზა სულამანიძემ სახელმწიფო მინისტრს მოუთხრო საზოგადოებრივი ჯგუფის – „თესალონიკის ქართველობის“ საქმიანობის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს ჩვენი თანამემამულის – ეროტოკრიტოს სავიდისის ინიციატივით საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ეთნიკურ ბერძენთა ჯგუფის ღირსეული დახვედრის ორგანიზებისათვის.
ზაზა სულამანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს, კერძოდ კი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ბერძენი სტუმრებისათვის გაწეული მხარდაჭერა მაღალ შეფასებას იმსახურებს.
თეთრიწყაროს რაიონიდან ისტორიულ სამშობლოში – საბერძნეთში დაბრუნებულ ეთნიკურ ბერძენთა ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავდა საქართველოსთან ისტორიულ-კულტურული კავშირის შენარჩუნებას, მის გაღრმავებასა და საქართველოსადმი სიყვარულის შემდგომი თაობებისათვის გადაცემას.