გელა დუმბაძე

დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1965
დაბადების ადგილი ქ. თბილისი, საქართველო

განათლება

1999-2001 საქართველოს დიპლომატიური აკადემია
1989 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი (წარჩინების დიპლომით)
1982 თბილისის 55-ე საშუალო სკოლა
1983-1985 მსახურობდა სსრკ ჯარში

სამუშაო გამოცდილება

22.07.2014 – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
2014 -2016  –    საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sul-Orge) საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის თავმჯდომარე.  2016 წლის 23 სექტემბერს მის მიერ ხელი მოეწერა ლევილის მამულის (Leuville-sul-Orge)  საქართველოსათვის დაბრუნების აქტს.
02.06.2014 – 22.07.2014 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის მოადგილე
2013-2014 საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის
რესპუბლიკებში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი,
უფროსი მრჩეველი
2009-2013 საქართველოს საელჩო უკრაინაში, უფროსი მრჩეველი
2007-2009 საქართველოს საელჩო რუსეთის ფედერაციაში, მრჩეველი
2005-2007 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურული
მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის
სამმართველოს უფროსი
2001-2005 საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მრჩეველი
2000-2001 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1999-2001 საქართველოს დიპლომატიური აკადემიის მსმენელთა
კლუბის პრეზიდენტი
1999-2000 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეს-ცენტრის მრჩეველი
1998-1999 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინფორმაციისა
და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,
პირველი მდივანი
1989-1996 საბავშვო ესთეტიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დამფუძნებელი, დირექტორი
1987-1989 ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანების დამფუძნებელი,
თავმჯდომარე

რანგები და კატეგორიები

მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი
მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის წოდება
ლიტერატურული კონკურსების (ლიტვა, გერმანია, საქართველო) ლაურეატი
ნოველების კრებულების: „ყვითელი ტროლეიბუსი“, „მე – მორბენალი“, ,,მიყვარს ვაშლის’’ ავტორი
2014 წლის ოქტომბერს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ მიენიჭა ოსტატის წოდება შოტოკან კარატეში ,,შავი ქამარი’’ 2 (ნი) დან-ი
2014 წლის ივლისს არჩეულ იქნა საქართველოს ფუდოკანის პრეზიდენტად და მსოფლიო ფუდოკანის ფედერაციის მიერ მიენიჭა ოსტატის წოდება ფუდოკან კარატეში ,,შავი ქამარი’’ 1 (შო) დან-ი
2012 წლის ივნისს ქ. კიევის გალერეა „Artholl’’-ში გაიმართა გ. დუმბაძის ფერწერული ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა
2002 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ღამის სტუმარი“

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი