გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ილიანა დერილოვასთან

შეხვედრა ილიანა დერილოვასთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

13 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელთან – ილიანა დერილოვასთან და საერთაშორისო ექსპერტთან – ელმარ უილდტთან.
საუბარი შეეხო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და IOM-ის მიერ განხორციელებულ პარტნიორულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. 2016 წლის დიასპორული კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა მრგვალი მაგიდის ფორმატის მაღალი დონის ფორუმის ორგანიზება მიგრაციისა და განვითარების თემატიკაზე.
ილიანა დერილოვა დაინტერესდა ლევილის შატოს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესის მიმდინარეობით და მაღალი შეფასება მისცა ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას.
გელა დუმბაძემ ილიანა დერილოვას მიულოცა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) სტრუქტურაში შემავალ ერთ-ერთი უწყებად ოფიციალური ცნობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა, რაც 2016 წლის 19 სექტემბერს საზეიმოდ შედგება ნიუ იორკში.
ელმარ უილდტმა ორმხრივი თანამშრომლობა შეაფასა როგორც ნაყოფიერი და პერსპექტიული, ხოლო ქალბატონა დერილოვამ აღნიშნა, რომ დიასპორს საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად სახელმწიფო მინისტრის პროგრესული მიდგომა თანამედროვე გამოწვევებისადმი მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს სხვა ქეყნებისათვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, დაგეგმონ ახალი პროექტები და კიდევ უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა.