გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა დიანა ციხისთავთან

შეხვედრა დიანა ციხისთავთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 14 სექტემბერს შეხვდა  დიანა ციხისთავს – ესპანეთში, ქ. ბარსელონაში მოქმედი დიასპორული ასოციაციის – „ინტეგრაციის ინიციატივა – ქართველების განათლება კატალონიაში“ – დამფუძნებელს.
დიანა ციხისთავმა გელა დუმბაძეს გააცნო მის მიერ ახლახან დაფუძნებული ქართული დიასპორული ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები და აღნიშნა, რომ ასოციაცია, ერთი მხრივ, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ესპანეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინტეგრაციას ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ – უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ცნობადობის ზრდის უზრუნველსაყოფად ადგილობრივ საზოგადოებაში. როგორც სტუმარმა განაცხადა, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში აქტიური ჩართულობა საშუალებას მისცემს ჩვენს თანამემამულეებს, მოახდინონ საკუთარი ცოდნის, ნიჭისა და უნარების რეალიზაცია და თავი სრულფასოვნად დაიმკვიდრონ ახალ გარემოში.
აღინიშნა ისიც, რომ დიასპორული ასოციაცია დროთა განმავლობაში მიიღებს მრავალფუნქციური ცენტრის სახეს; ცენტრის ეგიდით დაარსდება ბიბლიოთეკა და იმუშავებს სასწავლო კურსები, როგორც ქართული, ისე – კატალონური ენის შესწავლის მსურველთათვის. როგორც დიანა ციხისთავმა განაცხადა, დიასპორული ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მძიმე სენით შეპყრობილ ადამიანებზე ზრუნვას;  საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს მათ, დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩაერთონ საქართველოში მოქმედ საოციალურ პროგრამებში.
თავის მხრივ, გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მოუთხრო აპარატის საქმიანობაზე და აღუთქვა მხარდაჭერა შემდგომ საქმიანობაში.