გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქართული საკვირაო სკოლა „ბაგრატის“ ხელმძღვანელთან

შეხვედრა ქართული საკვირაო სკოლა „ბაგრატის“ ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

15 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის ქ. ტალინში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლა „ბაგრატის“ ხელმძღვანელს – ქეთევან ფალელაშვილს.
სტუმარი სახელმწიფო მინისტრს ესაუბრა ქართული საკვირაო სკოლის საქმიანობის შესახებ. თავის მხრივ, გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მოუთხრო აპარატის საქმიანობაზე და აღუთქვა მხარდაჭერა შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.
ქეთევან ფალელაშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შუამდგომლობით და „ევროპულ სკოლასთან“ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“ პარტნიორობით, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადის როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისე – საქართველოს ისტორიაში, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ, გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. აღნიშნული პროეტქი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სახელმწიფო მინისტრმა ქართული საკვირაო სკოლა „ბაგრატის“ ხელმძღვანელს გადასცა სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა, ეროვნული სიმბოლიკა და თვალსაჩინოებები.