გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ICMPD-ის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტთან ელმარ უილდტთან

შეხვედრა ICMPD-ის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტთან ელმარ უილდტთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

16 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრის პირველმა მოადგილემ – ზაალ სარაჯიშვილმა შეხვედრა გამართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტთან – ელმარ უილდტთან.
მხარეებმა ისაუბრეს ნაყოფიერ პარტნიორობაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრის აპარატსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს შორის; დეტალურად განიხილეს ერთობლივად განხორციელებული პროექტები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “მაღალკვალიფიციური დიასპორის ჩართულობის” პროგრამის შედეგების შეფასებას. განხილული იქნა „ონლაინ სკოლის“ საპილოტე პროექტის მიმდინარეობა; აღინიშნა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით, რაც სამშობლოსთან  ღრმა და ორგანული კავშირისა და ეროვნული იდენტობის შენაჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა – თამარ გამილაღდიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „ონლაინ სკოლის“ კონცეფციაზე; მან დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროგრამული ნაწილის სრულყოფის მიზნით განხორციელებული საქმიანობა და ის ღონისძიებები, რომელიც იგეგმება სკოლის სატესტო რეჟიმში ამოქმედების უზრუნველსაყოფად.
პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მრავალპროფილური „ონლაინ სკოლის” შექმნას, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები იმუშავებ ვირტუალურ  კლასში და პირდაპირი ინტერაქციის გზით გაკვეთილებს ჩაუტარებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, დაფინანსდა  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ. პროექტის შემდგომ ეტაპზე განვითარება სკოლას მიანიჭებს ისეთ ფუნქციებსაც, როგორიცაა იურიდიული და საინვესტიციო კონსულტაციები დისპორისთვის და სხვა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრის პირველმა მოადგილემ – ზაალ სარაჯიშვილმა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისათვის.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ICMPD–ის შორის თანამშრომლობას  უაღრესად დადებითი შეფასება მისცა საერთაშორისო ექსპერტმა ბატონმა უილდტმა.