გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან

შეხვედრა ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

20 სექტემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის ქ. ვენაში მოქმედი ავსტრიის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს – თამილა ჯერვალიძეს და სათვისტომოს წევრს – თამარ გოგრიჭიანს.
სტუმარი სახელმწიფო მინისტრს ესაუბრა სათვისტომოს მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და ქართული საკვირაო სკოლის საქმიანობის შესახებ. როგორც თამილა ჯერვალიძემ აღნიშნა, ავსტრიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინიციატივით, ავსტრიის ქართულმა სათვისტომომ გადაწყვიტა დამატებით ორ ქალაქში – ქ. ზალცბურგსა და ქ. სანტკ-პოლტენში გაეხსნა საკვირაო სკოლები. თავის მხრივ, გელა დუმბაძემ სტუმარს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და აღუთქვა მხარდაჭერა შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.
სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს ქ. ზალცბურგსა და ქ. სანკტ-პოლტენში ახლადგახსნილი საკვირაო სკოლებისათვის გადასცა სახელმძღვანელოები, მხატვრული ლიტერატურა, ეროვნული სიმბოლიკა და თვალსაჩინოებები.