გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქში XV ეთნოკულტურული ფესტივალი გაიმართა

მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქში XV ეთნოკულტურული ფესტივალი გაიმართა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

18 სექტემბერს, მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში,  ევროპის მოედანზე, გაიმართა ეთნოკულტურული ფესტივალი – „ერთიანობა მრავალფეროვნების გზით“, რომელიც ყოველი წლის სექტემბრის მესამე კვირას განსაკუთრებულად აღინიშნება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოლდოვას რესპუბლიკაში მოქმედმა ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაცია „სამშობლომ“, სიმღერის გუნდმა „მრავალჟამიერმა“, რომელიც ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს და რესტორანი “თბილისის“ წარმომადგენლებმა.
ჩვენმა თანამემამულეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ქართული ტრადიციები, სამზარეულო და ფოლკლორი.
ფესტივალის გახსნით ღონისძიებაზე მოლდოვის რესპუბლიკის ეთნიკურ ურთიერთობათა ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ოლეგ ბაბენკომ განაცხადა, რომ ფესტივალის სლოგანი – „ერთიანობა მრავალფეროვნების გზით“ – სიმბოლურია მათი ქვეყნისათვის და ასევე, ითვლება ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად, რაც ხელს უწყობს ეროვნული უმცირესებობების გაძლიერებას მოლდოვას რესპუბლიკაში.