გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა

ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა! 25 წლიანი ლოდინის შემდეგ მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ლევილის მამულში მოეწერა. პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ. ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია მიმდინარეობს. სხვადასხვა დროს მასში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და მამულის სამართლებრივ მემკვიდრეებთან თანამიმდევრული მოლაპარაკებებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში საზეიმოდ გაფორმდა.