გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დახვედრის ცერემონიალი

დახვედრის ცერემონიალი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საფრანგეთის რესპუბლიკიდან დაბრუნდა, სადაც 23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოეწერა ხელი, რითაც დასრულდა 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები, კახის რაიონში მოღვაწე ანსამბლი „ჰერულა“, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, სტუდენტები და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მიულოცა ქართველ ხალხს ლევილის მამულის დაბრუნება.