გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა „სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს“ პროგრამების მენეჯერთან

შეხვედრა „სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს“ პროგრამების მენეჯერთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

27 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შედგა შეხვედრა „სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს“ პროგრამების მენეჯერთან, ბატონ კობა კიკაბიძესთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები, თამარ გამილაღდიშვილი, გიორგი მერაბიშვილი და ნინო მატიაშვილი.

განხილული იქნა ინოვაციების სტრატეგიის პრიორიტეტები, თანამშრომლობის პერსპექტივები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და სხვადასხვა პარტნიორ უწყებებთან, პროექტის „ ქართული კოლაბორირებული ცოდნის ქსელის“ შექმნის მიმართულებით, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს ინტელექტუალური დიასპორის პოტენციალის გამოყენების (ქვეყნიდან გადინებული გონების დაბრუნების) ინსტიტუციონალიზაციადა მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

შეხვედრის დასასრულს გადაწყდა თანამშრომლობის გაგრძელება „სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს“ მიერ შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში.