გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სოხუმის დაცემიდან 23 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ესტონეთში

სოხუმის დაცემიდან 23 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ესტონეთში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

24 სექტემბერს, ესტონეთის რესპუბლიკაში მოქმედი სათვისტომო „ქართული სახლის“ ინიციატივით ქ. კივილიში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სოხუმის დაცემიდან და აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრებიდან 23-ე წლისთავს.
ესტონეთში ამჟამად ცხოვრობენ 1992-1993 წ. მოვლენების გამო აფხაზეთიდან, კერძოდ გულრიფშის რაიონის სოფელ ესტონკიდან და ვლადიმიროვკიდან, სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო და ზემო ლინდის, ასევე გაგრის რაიონის სოფელ სალმედან გადმოსახლებული ესტონელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ღონისძიებებში. სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გულრიფშის რაიონის ყოფილი გამგებელი დავით გვაძაბია, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი და ქ. კივილის მერი.
ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრა შედგა ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლე ქართველ სტუდენტებთან და მოეწყო გამოფენა „ჩვენ გვახსოვს!“, რომლის ავტორია ლატვიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ერიკ გრიგოლია. აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენა ასევე გაიმართა თბილისსში 2005 წელს, მოსკოვსა და ლოს ანჟელესში – 2006 წელს,  რიგაში – 2007 წელს და ტალინში – 2010 წელს.|