გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ახალი საბავშვო წიგნი პატარებს ანბანს თამაშის პრინციპით შეასწავლის

ახალი საბავშვო წიგნი პატარებს ანბანს თამაშის პრინციპით შეასწავლის

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ნორვეგიის ქ. ოსლოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის – მარიამ ნოდიას ავტორობით გამოიცა საბავშვო წიგნი ”ანბანეთის ამბები”, რომლის მეშვეობითაც პატარები ქართულ ანბანს თამაშის პრინციპით შეისწავლიან. წიგნის გმირები ქართული ანბანის ასოები არიან. ყოველ მათგანს თავისი სახალისო ისტორია აქვს, რაც ბავშვებს ასო-ბგერების დამახსოვრებას უადვილებს. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის და მისი მიზანია, მათ ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმაროს. წიგნის ილუსტრატორია ანა ბიჩინაშვილი.
მარიამ ნოდიამ წიგნი უსახსოვრა ოსლოში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლასა და მის ბაზაზე არსებულ ბიბლიოთეკას, რომელიც 25 სექტემბერს გაიხსნა საქართველოს საელჩოში ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩის მეუღლის – მანანა ზარიძის ინიციატივით.