გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ავსტრიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით კიდევ ერთ ტურნირს ჩაეყარა საფუძველი

ავსტრიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით კიდევ ერთ ტურნირს ჩაეყარა საფუძველი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

25 სექტემბერს, ორგანიზაცია „ავსტრიის ქართული სათვისტომოს“ ინიციატივით, ავსტრიის ქალაქ ვენაში საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ტურნირს მინი ფეხბურთში.
ტურნირში მონაწილეობდა ვენაში მცხოვრები ქართველებისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი – „SV.Georgia“, „ბახმარო“, „ემიგრანტი“, „თეთნულდი“, „უქიმერიონი“ და „პარტიზანი“, რომლებიც სათვისტომოს გარდამავალი თასისათვის ბრძოლაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტურნირს მსაჯობას უწევდა თორნიკე ხაჩიძე.
ტურნირის ფინალისტები გახდნენ „SV.Georgia“ და „პარტიზანი“. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა „SV.Georgia“-მ, რომელსაც სათვისტომოს გარდამავალი თასი გადაეცა.
ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც კატეგორიათა მიხედვით დაასახელეს გულშემატკივრებმა. „ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის“ წოდება მოიპოვა საბა დვალიძემ; „საუკეთესო მეკარედ“ მიჩნეული იქნა მამუკა ჭიჭინაძე, „საუკეთესო ფეხბურთელად“ – ლაშა გოგიტაძე, ხოლო „ყველაზე აქტიურ ქომაგად“ – გივი ბეგაშვილი. ნომინანტები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მინი ფეხბურთის ტურნის ესწრებდონენ ვენაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და ქართულ სათვისტომოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები.