გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ანსამბლ „მარანის“ წევრებთან

შეხვედრა ანსამბლ „მარანის“ წევრებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდა საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლის – „მარანის“ წევრებს.
ანსამბლი „მარანი“ 1993 წელს დაარსდა და უკვე 23 წელია, წარმატებით ეწევა ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციას საფრანგეთში. ანსამბლის შემადგენლობაში არიან როგორც ქართველი, ისე ფრანგი, იტალიელი და ამერიკელი მომღერლები. „მარანს“ ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე – ტარიელ ვაჩაძე ხელმძღვანელობს.
სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს მიულოცეს ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესის წარმატებით დასრულება, გააცნეს მას ანსამბლის მიმდინარე საქმიანობა, ესაუბრნენ სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე და მიიწვიეს კონცერტზე, რომელსაც „მარანი“ 30 სექტემბერს გამართავს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
გელა დუმბაძემ მაღალი შეფასება მისცა ანსამბლ „მარანის“ მრავალწლიან წარმატებულ მოღვაწეობას. მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი ანსამბლის დამსახურებას ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში და აღნიშნა, რომ ანსამბლი, თავისი საქმიანობით,  მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ცნობადობის ზრდას საფრანგეთში.
სახელმწიფო მინისტრი სტუმრებს ესაუბრა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის მნიშვნელობაზე, გააცნო მათ აპარატის საქმიანობის პრიორიტეტები და გამოთქვა იმედი, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ანსამბლი „მარანი“ ნაყოფიერად ითანამშრომლებენ მომავალში.