გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ლევილის მამულის დაბრუნებასთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ლევილის მამულის დაბრუნებასთან დაკავშირებით

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ფაქტს გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ისტორიულ მნიშვნელობას და საქართველოს მოსახლეობას ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენა მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის – გელა დუმბაძისა და იუსტიციის მინისტრის – თეა წულუკიანის მიერ გაწეულ მუშაობას და მადლობა გადაუხადა მათ განსაკუთრებული წვლილისათვის 25 წლიანი რთული პროცესის წარმატებით დასრულების საქმეში.
„მინდა მოგილოცოთ ყველას და მადლობა გადავუხადო გელა დუმბაძეს და თეა წულუკიანს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს და არაადამიანური შრომა გასწიეს, რათა მიღწეული ყოფილიყო ეს შეთანხმება. ასევე მადლობას ვუხდი საფრანგეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომლებთანაც იქნა მიღწეული ეს შეთანხმება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისათვის და მას ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა.