გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა „ქართულ–გერმანული ფორუმის“ ხელმძღვანელთან

შეხვედრა „ქართულ–გერმანული ფორუმის“ ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე 28 სექტემბერს შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ბერლინში მოქმედი ორგანიზაციის – „ქართულ–გერმანული ფორუმის“ ხელმძღვანელს – ქეთევან ოდიშელს.
სტუმარმა სახელმწიფო მინისტრს  გააცნო ორგანიზაციისა და მასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის საქმიანობა. როგორც ქეთევან ოდიშელმა აღნიშნა, საკვირაო სკოლა 2012 წლიდან ფუქციონირებს  „ქართულ–გერმანულ  ფორუმთან“  და იქ დღეისათვის 10 მოსწავლე ეუფლება ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას, თუმცა არსებობს ერთი პრობლემაც: სკოლის შეუფერხებელ საქმიანობას ხელს უშლის შესაბამისი ფართის უქონლობა.
გელა დუმბაძემ სტუმარს გადასცა სახელმძღვანელოები, ეროვნული სიმბოლიკა და თვალსაჩინოებები, ესაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე.
შეხვედრას ესწრებოდა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.