გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ებრაელ თემთა წარმომადგენლებთან

შეხვედრა ებრაელ თემთა წარმომადგენლებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარეს, ჯამლეტ ხუხაშვილს და საინვესტიციო ბიზნეს ცენტრის “GEORGIA-ISRAEL”-ის, ასევე საიუველირო სტუდიის “Mr. Shavit Studio”-ს ხელმძღვანელს, მაქს შავიტს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ “Mr. Shavit Studio”- ს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ტრადიციულად საუბარი შეეხო ებრაელი და ქართველი საზოგადოების მეგობრობას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადეს ლევილისმამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ხაზი გაუსვეს ლევილის მამულის დიდ ისტორიულ მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ლევილის მამულის პერიფეტიები და საქართველოსთვის გადმოცემის ნიუანსები გააცნო. მაქს შავიტმა მინისტრს მადლობის ნიშნად, საკუთარი სტუდიის მიერ დამზადებული, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სამახსოვრო დაფა გადასცა საჩუქრად.