გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

სიმღერის კონკურსი – Black Sea Stars Batumi – 2016

სიმღერის კონკურსი – Black Sea Stars Batumi – 2016

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ესპანეთის სამეფოში ანდალუზიის რეგიონის ქალაქ მარბეაში მოქმედი საერთაშორისო კულტურის ცენტრის – EuroGeorgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ჩვენმა თანამემამულემ ნატალი მიქავა სტუარტ-ფოქსმა ქ. ბათუმში მორიგ საერთაშორისო პროექტს – Black Sea Stars Batumi 2016-ს ჩაუყარა საფუძველი. პროექტის მიზანია საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების ხელშეწყობა, მათი წარმოჩენა და ჩართვა საქართველოში განხორციელებულ კულტურულ პროექტებში.
31 აგვისტოს და 1 სექტემბერეს ქ. ბათუმში, საერთაშორისო კულტურის ცენტრის  – “შავი ზღვის გლობალ არტ ლიგისა” და Reality Star Production Spain-ის მხარდაჭერით, ჩატარდა სიმღერის საერთაშორისო კონკურსი – Black Sea Stars Batumi – 2016.
კონკურსში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა შემსრულებლები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს, იტალიის, ესპანეთის, მალტის, პოლონეთის, უკრაინისა და რუსეთის შოუბიზნესის  წარმომადგენლები.
ჟიურის გადაწყვეტილებით, გრან-პრი მიენიჭა 11 წლის ბათუმელ გოგონას, სტუდია „ლიმპიპოს“ წევრს – მარიტა ცეცხლაძეს, რომელსაც გადაეცა კონკურსის მთავარი პრიზი: იგი საქართველოს სახელით გაემგზავრება კუნძულ მალტაზე, სიმღერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი გაიყვეს 15 წლის ჩოხატაურელმა გოგონამ – ლილიანა ლომინეიშვილიმა და კონკურსანტმა სომხეთიდან – 15 წლის არსენ ზაქარიანმა. მეორე ადგილზე გავიდნენ ბათუმელი ელზა კაზარიანი და ნუცა შანიძე, ხოლო  მესამე ადგილი ერგოთ თბილისელ ლიზა ორჯონიკიძესა და ბათუმელ მარიამ გირგილაძეს.
პრიზი “მაყურებლის სიმპატია” გადაეცა ყველაზე პატარა მონაწილეს, ჩვენს თანამემამულეს მოსკოვიდან – სანდრა გადელიას. იგი იტალიასა და სასომხეთში დაგეგმილ ორ საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
Reality Star Production-ის პრიზი – მოწვევა საერთაშორისო ფესტივალზე – გადაეცა ქეთი მოდებაძეს, გურიის რეგიონიდან.
კონკურსზე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარსდგნენ მიშო სხულუხია, ია ორჯონიკიძე და ჯგუფი „Hello“ ქ.სანქტ-პეტერბურგიდან.
კონკურსის მხარდამჭერი იყვნენ ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო, აჭარის ტელე-რადიო მაუწყებლობა და MusicBox TV Ukraine.