გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა პროექტის – „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ – მონაწილეებთან

შეხვედრა პროექტის – „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ – მონაწილეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

3 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა – გელა დუმბაძემ უკრაინიდან, დონეცკის ოლქიდან ჩამოსულ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პროექტის – „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ – ფარგლებში იმყოფებიან.
პროექტი მიზნად ისახავს, მასში მონაწილე ბავშვთა მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიეპყროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს დროებითი რწუმენებული გიორგი ნაზაროვი და საელჩოს სხვა თანამშრომლები.
სახელმწიფო მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროექტის მონაწილეებს, ესაუბრა მათ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ უკრაინის მხრდასაჭერად გამართული ღონისძიებების შესახებ და გამოთქვა რწმენა, რომ გაიმარჯვებს კეთილი ნება, რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ამოიწურება და უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს. სტუმრების სახელით სახელმწიფო მინისტრსა და შეხვედრის მონაწილეებს მიმართა პროექტის კოორდინატორმა – ჰანნა კრისიუკმა.
პროექტის – „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ – მონაწილეები, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფებიან. ისინი ეწვივნენ საქართველოს საპატრიარქოს, სადაც მათ მეუფე დანიელმა უმასპინძლა; საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი. სტუმრებმა მოინახულეს ქალაქი მცხეთა, დაათვალიერეს მცხეთისა და თბილისის ღირშესანიშნაობები.
სახელმწიფო მინისტრთან ერთად უკრაინელ თანატოლებს მასპინძლობდა ანსამბლი „შავნაბადა“; შეხვედრაზე შესრულდა ქართული და უკრაინული სიმღერები.
ღონისიძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა უკრაინელ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.