გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ქ. ალიკანტეში ქართულმა საკვირაო სკოლამ სასწვლო პროცესი განაახლა

ქ. ალიკანტეში ქართულმა საკვირაო სკოლამ სასწვლო პროცესი განაახლა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

1 ოქტომბერს, ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ალიკანტეში ასოციაციასთან – „ქართველები და ემიგრანტები“ არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ სასწავლო პროცესი განაახლა.
სკოლაში, რომელიც უკვე სამი წელია, ფუნქციონირებს, 15-მდე ბავში სწავლობს, რომლებიც დიდი ინტერესითა და სიყვარულით ეუფლებიან ქართულ ენას, ფერწერასა და ფანდურზე დაკვრას.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია და ქალაქ ალიკანტეს წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა ანდრიას სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი მამა ნიკოლოზი.
საკვირაო სკოლასთან არსებულმა შემოქმედებითმა ანსამბლმა – “იბერიამ”, 2 ოქტომბერს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ალიკანტეში გამართულ ტრადიციულ ინტერკონტინენტალურ ფესტივალში – „Ciudad ASISI“. ჩვენმა თანამემამულეებმა ფესტივალზე ღირსეულად წარმოადგინეს საქართველო და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქართული ტრადიციები, ფოლკლორი და სამზარეულო.