გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

“სადარისი” – ქართული სიმღერით სტრასბურგის მუნიციპალურ ღონისძიებაზე

“სადარისი” – ქართული სიმღერით სტრასბურგის მუნიციპალურ ღონისძიებაზე

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

5 ოქტომბერს, ქ. სტრასბურგის წმიდა ქეთევან წამებულის ეკლესიასთან არსებულმა ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შემსწავლელმა ბავშვთა გუნდმა – “სადარისმა” მონაწილოება მიიღო ადგილბრივი მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში – “journée bien être avec les séniors du quartier”. ჩვენი პატარა თანამემამულეები ქართული ხალხური სიმღერებით წარსდგნენ ფრანგი მსმენელის წინაშე და “ალილო”, “ქრისტე აღსდგა”, “მუმლი მუხასაო” და „აჭარული განდაგანა“ შეასრულეს.
ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ბავშვთა გუნდი “სადარისი” 2016 წელს წარმატებით მონაწილეობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კონკურსში. პატარების შემოქმედებამ ჟიურის წევრთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და გუნდი ერთხმად იქნა ნომინირებული „წარმატებული დებიუტისათვის“. კონკურსის ნომინანტებთან ერთად ასოციაცია “Association Culturelle de la Géorgie”-ის მიერ სიგელებით დაჯილდოვდა “სადარისი”-ის ყველა მოსწავლე ბეჯითი შრომისა და სწავლისათვის