გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ტიერი ბერიშვილთან

შეხვედრა ტიერი ბერიშვილთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე მედიცინის დოქტორის, მამია ბერიშვილის ვაჟს, ლევილის მამულის მესაკუთრეთა რწმუნებულს, ტიერი ბერიშვილს შეხვდა.
ტიერი ბერიშვილმა სახელმწიფო მინისტრს ლევილის მამულის შემდგომი მოწყობის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო. სტუმარმა გელა დუმბაძეს, ასევე, გააცნო მისი გადაწყვეტილება, რაც ლევილის მამულთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე წიგნის ფრანგულ ენაზე დაწერას გულისხმობს.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ამ თემის აქტუალიზაციისთვის და ნოემბრის თვეში დაგეგმილ კონფერენციაზე მოიწვია სადაც დიასპორული ინვესტიციებთან ერთად ლევილის მამულთან დაკავშირებული დისკუსიები გაიმართება.