გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გელა დუმბაძემ მიხეილ ჯანელიძეს ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა

გელა დუმბაძემ მიხეილ ჯანელიძეს ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

12 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის  შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, მინისტრის მოადგილეები, დავით ჯალაღანია, გიგი გიგიაძე, ხათუნა თოთლაძე, ზვიად გონაძე; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რატი ბრეგაძე, საგანგებო დავალებათა ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ლევილის მამულის გადმოცემის პროცესში გაწეული წვლილისათვის და ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა უწყებათაშორისი თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია, რამაც დიდი როლი ითამაშა საკითხის წარმატებით დაგვირგვინებაში. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე–დელონესა და საგანგებო დავალებათა დესპანის, გოჩა ჯავახიშვილის, აგრეთვე, მამულის მემკვიდრეთა ოჯახების ღვაწლი მამულის დაბრუნების პროცესში.
მიხეილ ჯანელიძემ მაღალი შეფასება მისცა სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის მიერ გაწეულ საქმიანობას და გამოთქვა რწმენა, რომ მამულის დაბრუნების პროცესი  სულ მალე რეალურად ხელშესახები გახდება და მას საქართველო გამოიყენებს ევროპაში ქართული კერის, ჩვენი ფესვების გასამყარებლად.
სახელმწიფო მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო ლევილის შატოს მოწყობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები და გამოთქვა რწმენა საგარეო უწყების ჩართულობის.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, ნოემბრის შუა რიცხვებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილ “მაღალი დონის კონფერენციის შესახებ, სადაც ერთ–ერთი სეგმენტი ლევილის მამულის თემა იქნება და სთხოვა საგარეო უწყებას მაქსიმალური ჩართულობა.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს სიმბოლური საჩუქრისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ლევილის მამული ევროპაში საქართველოს ფესვების მანიშნებელი, ევროპული მასშტაბის სახელმწიფო კერა გახდება.