გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის აკადემიაში

საჯარო ლექცია დავით აღმაშენებლის აკადემიაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

12 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დავით აღმაშენებლის აკადემიის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია „გზა ლევილისაკენ“.
სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ რთულ და ხანგრძლივ გზაზე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეებმა და მეცნიერებმა განვლეს ლევილის მამულის საქართველისთვის გადმოცემის პროცესის დადებითად გადასაწყვეტად.
გელა დუმბაძემ პასუხი გასცა დამსწრე საზოგადოების კითხვებს პარიტეტული კომისიის მუშაობის შესახებ, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ლევილის მამულის სამომავლო მოწყობის და, ასევე, საქართველოს წინაშე მდგარი სხვა მნიშნველოვანი გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, აკადემიის რექტორმა, პროფესორმა ნანა ჯიქიამ სახელმწიფო მინისტრს, გელა დუმბაძეს აკადემიის საპატიო დოტორის წოდების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადასცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.