გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა გიორგი შარვაშიძესთან

შეხვედრა გიორგი შარვაშიძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

18 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს – გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე წლის 17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ კონფერენციასთან – „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“ – დაკავშირებული საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა უნივერსიტეტის რექტორს გააცნო კონფერენციის მიზნები და თემატიკა.
მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ აღნიშნული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით.

img_7453
img_7470
img_7482