გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მონაწილეებთან

შეხვედრა ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მონაწილეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მონაწილე ქართველოლოგებს და უცხოელ მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე მეცნიერები, მათ შორის, ბოსტონის, იერუსალიმის, ბირმინგემის, ტოკიოს, თეირანის, ფრანკფურტის, იენის, პარიზის, მადრიდის, რიზეს უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან.
სახელმწიფო მინისტრი მიესალმა სიმპოზიუმის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველოლოგების და საქართველოთი დაინტერესებული მეცნიერების გამოცდილება და მხარდაჭერა, მათ მიერ ქართული ენის და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოსთვის უაღესად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ და გამოთქვა მოსაზრება, ლევილის მამულის მომავალი ფუნქციის განსაზღვრისას, რომელიც ითვალისწინებს   ქართულ-ფრანგული კულტურული კერის შექმნას, ლევილი გამოყენებულ იქნას სამეცნიერო და კულტურული მოღვაწეობის სერიოზულ კერად, სადაც უცხოელ ქართველოლოგებსაც ექნებათ მოღვაწეობის შესაძლებლობა.
ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ ისაუბრა საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე, შეხვედრის მონაწილე მეცნიერებისა და ქართველოლოგების საქმიანობის სფეროებზე და აღნიშნა,  სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მათი კავშირ-ურთიერთობის მნიშვნელობა.
VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი იმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ. სიმპოზიუმი 22 ოქტომბერს დასრულდება.