გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა  საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, პასკალ მენიესთან

შეხვედრა  საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, პასკალ მენიესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემის პროცესის დასრულების ისტორიულ მოვლენას, აგრეთვე, იმ ღონისძიებებს, რომელიც იგეგმება ლევილის შატოს მომავალი ფუნქციის განსაზღვრისათვის. სახელმწიფო მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული მხარის პოზიტიური როლი მამულის დაბრუნების პროცესში, მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერისათვის და კვლავაც იმედი გამოთქვა სამომავლო ურთიეთთანამშრომლობისათვის.
გელა დუმბაძემ პასკალ მენიეს აპარატის სამომავლო ღონისძიებები გააცნო, ისაუბრა 17–18 ნოემბერს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციაზე – „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“, სადაც ერთ–ერთი სამუშაო ჯგუფი – „ლევილის მამული – წარსული, აწმყო, მომავალი“, ლევილის თემატიკას მიეძღვნება. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნულ კონფერენციაზე საფრანგეთის ელჩი მიიწვია.
ბატონმა მენიემ ისაუბრა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების დინამიკაზე, გამოხატა კმაყოფილება ლევილის მამულის გადმოცემის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა ლევილის მამულის ფუნქციის განსაზღვრასა და მომავალ პროცესებში ფრანგული მხარის აქტიური ჩართულობის თაობაზე.