გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უწყებათაშორისი შეხვედრა ლევილის მამულთან დაკავშირებით

უწყებათაშორისი შეხვედრა ლევილის მამულთან დაკავშირებით

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

25 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  ინიციატივით, გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრას, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე უძღვებოდა, საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ცოტნე ყავლაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზვიად გონაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ეკა სეფაშვილი,  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ უფროსი, ეკატერინე სისაური ესწრებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულებისა და გადმოცემის აქტზე ხელმოწერის შემდეგ, საწყისშივე უწყებრივ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლევილის მამულის რეალური მომავლის განსაზღვრისათვის, და რომ შემდგომი იურიდიული საკითხების დასრულებისათვის საჭიროა განისაზღვროს შემდგომი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები.
გამოითქვა მოსაზრება, ლევილის მამულის სამომავლო ფუნქციების გათვალისწინებით, რაშიც საგანმანათლებლო–კულტურული ცენტრი მოიაზრება, მამულის მომავალთან დაკავშირებით შემდგომი პროცესები ძირითადად წარიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რაშიც სხვა სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთვებიან.
გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს აუწყა, რომ 17 ნოემბერს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციაზე, წამყვან სამუშაო ჯგუფად გამოყოფილია ლევილის მამული, მისი აწმყო და მომავალი. მან აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის მხრიდან მოწვეულნი არიან ქალაქ ლევილის მერი, ლევილის მამულის მემკვიდრე ოჯახების წარმომადგენლები, ასევე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეებს იმსჯელონ ლევილის მამულის სამომავლო ფუნქციებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მინისტრს გაწეული საქმიანობისათვის და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.