გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საჯარო ლექცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში

საჯარო ლექცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

26 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია „გზა ლევილისაკენ“.
სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ რთულ და ხანგრძლივ გზაზე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეებმა და მეცნიერებმა განვლეს ლევილის მამულის საქართველისთვის გადმოცემის პროცესის დადებითად გადასაწყვეტად.
გელა დუმბაძემ პასუხი გასცა დამსწრე საზოგადოების კითხვებს პარიტეტული კომისიის მუშაობის შესახებ, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ლევილის მამულის სამომავლო მოწყობის და, ასევე, საქართველოს წინაშე მდგარი სხვა მნიშნველოვანი გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა საინტერესო საუბრისთვის  და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.