გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

VIII საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია

VIII საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

28-29 ოქტომბერს, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა VIII საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.
კონფერენცია საზეიმოდ გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მათ შორის, ბიბლიოთეკის დირექტორს, ნარგიზ ჩოგოვაძეს, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს, ქალაქ ქუთასის მერს, ამ მნიშნველოვანი ღონისძიების ყველა მხარდამჭერს და წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის ცნობადობის ამაღლებისა და ჩვენს თანამემამულეებში ქართული ცნობიერების შენარჩუნებისათვის სწორედ მეცნიერთა და მკვლევართა როლი, ისევე როგორც თავად ქართული სახელმწიფოსი. ასევე, ისაუბრა იმ წარმატებულ გზაზე, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ხელმოწერით დასრულდა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რაც ასევე წარმატებულად გაგრძელდება.
დასასულს, გელა დუმბაძემ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული კრებულები და წიგნები.