გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ახალსოფლის სკოლების მოსწავლეებთან

შეხვედრა ახალსოფლის სკოლების მოსწავლეებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

11 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის I და II საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, ალექსი ფილფანისა და სკოლის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრის მიზანს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის გაცნობა, ახალგაზრდებისთვის ამ სფეროში და, ზოგადად, გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
საქველმოქმედო ფონდის ერთ–ერთი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა, კულტურული ძეგლების აღდგენა, ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ახალგაზრდებს შორის შემოქმედებითი პოტენცილის გამოვლენა და მათი უნარების სწორად განვითარება.
სახელმწიფო მინისტრი ვრცლად ესაუბრა სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აპარატის საქმიანობაზე, დიასპორასთან მიმართებით არსებულ პრობლემატიკაზე, იმ ღონისძიებებზე, რომელსაც აპარატი  ამ მიმართულებით ახორციელებს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ სახელმწიფო მინისტრს უშუალოდ გასაუბრებოდნენ, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები მის საქმიანობაზე და პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. გელა დუმბაძემ სიამოვნებით უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს და მათ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებებიც გაუზაიარა.