გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საჯარო ლექცია რობაქიძის უნივერსიტეტში

საჯარო ლექცია რობაქიძის უნივერსიტეტში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

15 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში  საჯარო ლექცია წაიკითხა „გზა ლევილისაკენ“. სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ რთულ და ხანგრძლივ გზაზე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეებმა და მეცნიერებმა განვლეს ლევილის მამულის საქართველისთვის გადმოცემის პროცესის დადებითად გადასაწყვეტად.
გელა დუმბაძემ პასუხი გასცა დამსწრე საზოგადოების კითხვებს პარიტეტული კომისიის მუშაობის შესახებ, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ლევილის მამულის სამომავლო მოწყობის და, ასევე, საქართველოს წინაშე მდგარი სხვა მნიშნველოვანი გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა საინტერესო საუბრისთვის  და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. გელა დუმბაძემ უნივერსიტეტს მადლობის ნიშნად ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ კრებული გადასცა.