გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონფერენცია „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები’’

კონფერენცია „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები’’

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიხსნა კონფერენცია – „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, რის შემდეგაც გაიმართა ფილმის ჩვენება „ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა“. მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღცვანელმა ილიანა დერილოვამ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მისიის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილმა.
ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებმა, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.
ოფიციალური გახსნის ნაწილის შემდეგ მონაწილეები მუშაობას განაგრძობენ სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში – „ლევილის მამული და მისი მომავალი“, „განათლებისა და მეცნიერების საკითხები და ახალგაზრდობა“ და „დიასპორული ინვესტიციები“.