გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

თემატური ჯგუფი „ლევილის მამული და მისი მომავალი“

თემატური ჯგუფი „ლევილის მამული და მისი მომავალი“

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

კონფერენცია „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები’’ ოფიციალური  ნაწილის შემდეგ მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს თემატურ ჯგუფში – „ლევილის მამული და მისი მომავალი“.
თემატური ჯგუფი გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პარიტეტული კომისიის ქართული მხარის თავმჯდომარე იყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის დეტალების შესახებ ისაუბრა. საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც საზოგადოებას ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მონაწილეებს სიტყვით მიმართა დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრევმა, რომელიც კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული. მან უაღრესად დადებითი როლი ითამაშა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების პროცესში. კონფერენციაზე, ასევე, მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთა შთამომავლები, „ამხანაგობა ქართული კერის“ მმართველი, ირენ ციციშვილი და ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურის ასოციაციის „გაუმარჯოს საქართველოს“ პრეზიდენტი, ტიერი ბერიშვილმა.