გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

უწყებრივი მედლები ქართული დიასპორის გულშემატკივრებს

უწყებრივი მედლები ქართული დიასპორის გულშემატკივრებს

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

17 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია “ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები” გაიმართა. ოფიციალურ ნაწილში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ უწყებრივი მედლებით ქართული დიასპორის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა დაბა ლევილის მერი, ერიკ ბრევი, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი მედლით, ასევე დაჯილდოვდა უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ლალი კილაძე, უკრაინაში ქართულ დიასპორაზე ზრუნვისთვის.
უწყებრივი მედალი გადაეცა პროტოპრესვიტერ, მამა გიორგი ზვიადაძეს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
გელა დუმბაძემ უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე,პროფესორი, პაატა ნაცვლიშვილი, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ნაყოფიერი მუშაობისთვის.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს საფრანგეთის რესპუბლიკაში, გოჩა ჯავახიშვილს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის განკუთვნილი ლევილის მამულის სიმბოლური გასაღები გადასცა ლევილის მამულისსაქართველოსთვის გადმოცემის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
გელა დუმბაძემ ასევე, დაუსწრებლად უწყებრივი მედალით დააჯილდოვა რიჩარდ რუბინი, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. უწყებრივი მედალი მის მფლობელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში პერსონალურად გაეგზავნება.