გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა ამერიკის ელჩთან

შეხვედრა ამერიკის ელჩთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

21 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი საქართველოში, სტივენ ჰეიკინი, საელჩოს მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, მაჩე ლუჩივო, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ და საინვესტიციო საკითხებში, ნინა მატიაშვილი,სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, გიორგი მერაბიშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აშშ–ს საელჩოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები დიასპორასთან მიმართებით. ელჩმა მოისმინა სახელმწიფო მინისტრის ხედვები ამ მიმართულებით და გაეცნო მიმდინარე და დაგეგმილ ნოვაციურ პროექტებს.

რიჩარდნორლანდმა, თავის მხრივ, წარმატება უსურვა სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს საქმიანობის ეფექტურ განხორციელებაში.