გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გლობალური დიასპორული კვირეული

გლობალური დიასპორული კვირეული

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსში გაწევრიანდა. ალიანსი 2011 წელს, ჰილარი კლინტონის მიერ არის დაარსებული და მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკული საინვესტიციო ფონდი CalvertFoundation.

12-18 ოქტომბერს, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად გამართავს ,,გლობალურ დიასპორულ კვირეულს“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. გლობალური დიასპორული კვირეულის მთავარი იდეაა სამშობლოში მიმდინარე პროცესებში დიასპორების მაქსიმალური ჩართულობა და მათი სამშობლოსთან ერთიანობის განცდის ხაზგასმა.

გლობალური დიასპორული კვირეულის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩატარდება დიასპორული ეკონომიკური ფორუმი, მოეწყობა დიასპორული მარათონი და დიასპორის წარმომადგენლების ნახატებისა და ფოტოგამოფენა, გაიმართება 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, საქართველოს ისტორიის ამ პერიოდის უცხოელი მკვლევარების მონაწილეობით, ქალაქ ჭიათურაში დაიდგმება აჯანყების მონაწილეთა მემორიალი, ქალაქ თბილისში, მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ,,საქართველოსდემოკრატიული რესპუბლიკის ბაღში\”, 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა უკვდავსაყოფად, მოხდება მემორიალის საფუძვლის ჩაყრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატს:

საკონტაქტო პირები:

ნინო მატიაშვილი – სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

ალიონა ჩხოტუა – ანალიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ელექტრონული ფოსტის მისამართი: diasporagovge@gmail.com