გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

მხარდაჭერა მეგობრული სულისკვეთებით  

მხარდაჭერა მეგობრული სულისკვეთებით  

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გლობალური დიასპორული კვირეულის“ ფარგლებში, 14 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე, უკრაინის საელჩომ დიასპორული მარათონის მონაწილეები მიიღო.

მარათონის დაწყებამდე, უკრაინის საელჩოს ეზოში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ და საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვასილ ციბენკომ.
ვასილ ციბენკომ საგანგებოდ აღნიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სიმბოლური აქციის მნიშვნელობა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხისათვის. მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და პირადად სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერისათვის.
სახელმწიფო მინისტრმა მარათონის მონაწილეებს, ქართულ დიასპორას და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. გელა დუმბაძემ განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნა, რომ საქველმოქმედო მარათონი ეძღვნება სოლიდარობას მოძმე უკრაინისადმი და ქართველ ემიგრანტებს, განსაკუთრებით კიქართველ ქალებს, როგორც სოციალურ გმირებს.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ სახელმწიფო მინისტრს სამურაის კატანა და ოსტატობის მეორე დანის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.