გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული მარათონი

დიასპორული მარათონი

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში დიასპორული მარათონი გაიმართა, რომელმაც სტარტი უკრაინის საელჩოს მიმდაბარე ტერიტორიიდან აიღო. მარათონში მონაწილეობა მიიღეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დიასპორული პარტნიორობის სამმართველოს უფროსმა მრჩეველმა, რომი ბათიამ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა, ქართული დიასპორის წევრებმა, მათ შორის ფერეიდნელმა ქართველებმა, უკრაინელმამეგობრებმა, სკოლის მოსწავლეებმა, მანდატურის სამსახურმა, საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ, უნივერსიტეტების სტუდენტებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.