გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში

შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

19 აგვისტოს, გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ჰენრი კერალისთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ინგა პაიჭაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ და საინვესტიციო საკითხებში, ნინა მატიაშვილი დასახელმწიფო მინისტრის თანაშემწე, მარიამ ქებურია.

შევედრაზე გაჟღერდა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება დიასპორული ფინანსური რესურსების როლი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. მსოფლიო ბანკი აქტიურად მუშაობს დიასპორის ფინანსური რესურსების მობილიზაციის სხვადასხვა პროექტზე, როგორიცაა დიასპორული ბონდები და დიასპორული საბანკო ანგარიშები. დაიგეგმა მსოფლიო ბანკთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დიასპორასთან მიმართებით.