გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის დამფუძნებლებთან

შეხვედრა დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის დამფუძნებლებთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

19 აგვისტოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე „დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის“ დამფუძნებლებს, როინ ადამაძეს და გიორგი სვანიძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები, ნინო მატიაშვილი და თამარ გამილაღდიშვილი.

ასოციაციის მიზნებისა და გეგმების შესახებ მცირე პრეზენტაცია წარმოადგინა ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი გიორბელიძემ.
საინტერესო დისკუსიისა და სამომავლო გეგმების განხილვის შემდეგ, გადაწყდა სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეიქმნას მიზნობრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასოციაციის წევრებთან ერთად, განიხილავს და დაამუშავებს კონკრეტულ ბიზნეს გეგმებს იმ თანამემამულეებისათვის, რომლებიც დაინტერესდებიან სამშობლოში სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების განხორციელებით.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის დამფუძნებლები თავად არიან უცხოეთში მოღვაწე და საქართველოში დაბრუნებული ბიზნესმენები. წარმატებულმა თანამემამულეებმა მოკლედ გააცნეს ბატონ გელა დუმბაძეს მიმდინარე და სამომავლო გეგმები და მზადყოფნა გამოთქვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად შეიმუშავონ და შესთავაზონ რეალურად დაინტერესებულ თანამემამულეებს როგორც მცირე სამეურნეო და კოოპერატიული საწარმოების პროექტები, ისე საქართველოში დასაქმების შესაძლებლობა.
სახელმწიფო მინისტრის დავალებით, უახლოეს მომავალში, დიასპორული ორგანიზაციებს მიეწოდებათ კონკრეტული და დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული პროექტების შესახებ.