გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა პაატა ზაქარეიშვილთან

შეხვედრა პაატა ზაქარეიშვილთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორისული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს შეხვდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობაზე და იმ პოლიტიკაზე, რასაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამკუთხით ატარებს.
დღევანდელი შეხვედრა პროგრამის ფარგლებში რიგით მეოთხე იყო.4 აგვისტოს პროგრამის საბოლოო შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან.
დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“თანამშრომლობით უკვე ორი წელია ახორციელებს.