გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა რატი ბრეგაძესთან

შეხვედრა რატი ბრეგაძესთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დიასპორული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

რატი ბრეგაძემ ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოქმედი პროექტები გააცნო, ასევე ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ დიასპორული სტაჟირების პროგრამას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სტაჟირებას გადიან სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში;ასევე, დაესწრებიან შეხვედრებს პოლიტიკოსებთან.