გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

ევროინტეგრაციის კურსი და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ევროინტეგრაციის კურსი და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიასპორული სტაჟირების მონაწილე სტუდენტები, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის ლექციას დაესწრნენ. ვიქტორ დოლიძემ სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტებს სემინარი „ევროინტეგრაციის კურსი და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის“ თემაზე ჩაუტარა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქვეყნიდან გადინებული ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის მიზნით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად ახორციელებს დიასპორული სტაჟირების პროექტს. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს საჯარო სამსახურში მიმდინარე საქმიანობას, მუშაობის სპეციფიკას, იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოში ამჟამად არსებობს.აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ქართველ ახალგაზრდებს წინასწარ გაიარონ ადაპტაცია საქართველოში არსებულ გარემოსთან, რათა დაბრუნების დროს სამშობლოში მათი რეინტეგრაცია უფრო გაიოლდეს.