გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელთან

შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელთან

გაუზიარეShare with მეგობრებსFriends

დღეს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელს ეკატერინე ქარდავას და მის მოადგილეს, მაია დვალიშვილს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიკვაიძე.
შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული საჯარო სამსახურის კონცეფციის პროექტის გაცნობას საქართველოს მთავრობის წევრებისათვის. პრეზენტაციამ სამუშაო გარემოში ჩაიარა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები საჯარო სამსახურის სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით. დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროთანამშრომლობაზე და დასახეს საერთო საქმიანობის გეგმები.